კომუნიკაციების კომისიის მიერ აუქციონის გამოცხადებას და მის პირობებს აკრიტიკებენ მსხვილი მობილური ოპერატორები. კომკომის სხდომაზე ამ აუქციონების პირობები გააკრიტიკა “სილქნეტის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. საქმე იმაშია, რომ გამოცხადებული 4 აუქციონიდან 3-ის პირობების მიხედვით, მისმა შემძენმა 5G ქსელის დანერგვასთან ერთად ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებაც უნდა უზრუნველყოს. გიორგი რამიშვილის განმარტებით, ამ სახით დაყენებული პირობით, კომუნიკაციების კომისია არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს. სხდომაზე “მაგთის" იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ არსებული პირობებით კომპანია აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.
სტუმარი: რატი ახვლედიანი - მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ასოციაციის წევრი, MobineX-ის მმართველი პარტნიორი