2021 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯამში, 6 სახელმწიფო საწარმოს და/ან მათი აქციების და წილების გაყიდვა მოახერხა.
ეს საწარმოებია:
• შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის’’ (ს/ნ 204379074) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი;
• შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ (ს/კ 215592446) პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 49% წილი;
• შპს „საზღვაო ტექსერვისის" (ს/ნ 245431206) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი;
• სს ,,მცხეთის" (ს/ნ 236033136) პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3372 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 0.47075%);
• სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) პარტნიორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 27 246 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 51 %);
• სს „ხაშურის მინის ტარას“ (ს/ნ 243855734) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 633 211 ჩვეულებრივი აქცია; (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 23,09346%) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, (შვიდას ორმოცდაშვიდი ათას ას ოთხმოცდაცხრა) ლარად;
აღსანიშნია, რომ 6 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 3 253 539 ლარის შემოსავალი შევიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ჯამურად იგეგმება 25 საწარმოში სახელმწიფოს კუთვნილი აქციების პაკეტისა და წილის პრივატიზების ინიცირება. „აქედან საპრივატიზებოდ უკვე მზადაა 13 საწარმო, ხოლო 12 საპრივატიზებო მომზადების პროცესშია“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 213 მილიონი ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის ანუ 350 მილიონი ლარის 61%-მდეა.