მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში პარკირების ჯარიმების რაოდენობა გაოთხმაგდა

64be82556502a
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.23 17:59
1207
თბილისში საპარკინგე ადგილების მართვაზე პასუხისმგებელი თბილისის პარკინგია, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შვილობილია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 6 თვეში ავტომობილების დაჯარიმებით ბიუჯეტში სულ 7,835,964 ლარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით ზუსტად ოთხჯერ მეტია.

პარალელურად, თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მცირდება, სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ამჟამად, დედაქალაქში არის 9 418 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი და 18 249 სტანდარტული საპარკინგე ადგილი; ანუ, ჯამში - დღეისთვის დედაქალაქში 27 667 საპარკინგე ადგილია, რაც წინა წელთან შედარებით 886-ით ნაკლებია.

BMG-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შემცირების ტენდენცია ჰქონდა საპარკინგე ადგილებს 2021 წელსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები