მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

60 000-ზე მეტმა ფერმერმა აგროდიზელის ფასდაკლების ბარათი მიიღო - სამინისტრო

5eec6d2d3058d
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 12:07
1029
„საქართველოს მასშტაბით, უკვე 60 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 18 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი“, - ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობი გაცნობისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რომ ფერმერებმა საწვავი დროულად მიიღონ.

„საქართველოს მასშტაბით, უკვე 60 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 18,000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებმა შეუფერხებლად მიიღონ მომსახურება და მოხდეს საწვავის დროული მიწოდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფასდაკლების ბარათებისა და დიზელის გაცემის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას სახელმწიფოს და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

სააგენტოს დირექტორი რეგიონში სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, შალვა ბერძენიშვილთან და კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საოპერაციო დირექტორთან, ნოდარ ყანჩაველთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერი 1 ივლისამდე შეძლებს გაანაღდოს კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%, არანაკლებ 100 ლიტრისა. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები შეძლებენ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენებას. 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელი იქნება დიზელის ფასდაკლების ბარათების დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობისთვის, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები