ზღვის პროდუქტების გამყიდველმა ბრიტანეთიდან 53 მილიონი ფუნტის ღირებულების ცოცხალი გველთევზების კონტრაბანდა განახორციელა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 67 წლის მამაკაცი ლონდონიდან ჰონგ-კონგში 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ახორციელებდა გველთევზების ტრანსპორტირებას.
ის ჰითროუს აეროპორტში სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, როდესაც მას 200 კგ გველთევზა აღმოუჩინეს. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.