მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

700 000 ლარის ინვესტიციით თბილისში კიდევ ერთი „წერტი“ გაიხსნა

5fea023304ae3
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.20 22:00
7910
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე 700 000 ლარის ინვესტიციით სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის კიდევ ერთი „წერტი“ გაიხსნა.

მაღაზია, რომელშიც 150 დასახელების პროდუქტი იყიდება, რძის გადამამუშავებელი საწარმო, საცხობი და კაფე, რომელიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ამოქმედდება - ასეთია „წერტის“ მულტიფუნქციური კონცეფცია.

როგორც „წერტის“ დამფუძნებელმა ბიძინა გონაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, პანდემიის პერიოდში მოთხოვნის შესაბამისად 27 დეკემბერს გახსნილ ახალ წერტილს პირველივე დღეს მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ესტუმრა.

„პანდემიის პერიოდში სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რამაც მეორე ფილიალის გახსნა გადაგვაწყვეტინა. ჩვენი მომხმარებელი ვაკის ფილიალში ხშირ შემთხვევაში შეზღუდვების გამო ვერ მოდიოდა. ამასთან, ახალი ფილიალის გახსნით გვინდოდა ჩვენთან არსებული ცალკეული პრობლემებიც მოგვეგვარებინა - დიდი ხანია, რაც რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედება გვინდა, ამიტომ ამ საკითხს განხსვავებულად მივუდექით და საწარმო ახალ ფილიალში გავხსენით“, - ამბობს ბიძინა გონაშვილი.

მისივე თქმით, ფილიალში ჯერ არ ამოქმედებულა საწარმო და კაფე, თუმცა, იმისთვის რომ საბურთალოს ფილიალზე არსებული დატვირთვა გადაენაწილებინათ, ახალი „წერტი“ აამოქმედეს. დამფუძნებელი ამბობს, რომ სავაჭრო - საწარმოო კომპლექსი 450 მ2 ფართობზეა გაშლილი და დღეისთვის 20 ადამიანს ასაქმებს.



„წერტის პირველი ფილიალი ხორცპროდუქტებს და ნახევარფაბრიკატებს ამზადებს, ხოლო მეორე რძის პროდუქტებს. ჩვენი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები „წერტის“ ორივე ფილიალში იქნება წარმოდგენილი.

ორივე ფილიალში დასაქმებულია 60 ადამიანი. ვფიქრობ, რომ რეალიზაციისა და დატვირთვის გაზრდის შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი 70-80 ადამიანამდე გაიზრდება“, - განაცხადა „წერტის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები