მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 გასაოცარი ქართული ტრადიცია - National Geographic

5e0f2d8c2f06a
ნათია თაქთაქიშვილი
03.01.20 15:45
54005
National Geographic-ი ქართული ტრდიცების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მოთხრობილია ქართული სტუმართმოყვარეობის, საახალწლო ტრადიციების, ღვინის წარმოების და სუფრის შესახებ.

1. სუფრის უფროსი
კვება და კერძები ქართული ტრადიციების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ასევე განუყოფელი ნაწილია „სუფრა“ და „სუფრის თამადა“. ქართული სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ თამადად იწოდება და მას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის დაცვა. ყოველი სადღეგრძელოს ინტერპრეტაცია ხდება მაგიდის წევრების მიერ და არცერთმა მათგანმა ღვინო სადღეგრძელო გარეშე არ უნდა დალიონ.

2. ორი ახალი წელი
ახალი წლის შემობრძანება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია საქართველოში. ქართველები ორ ახალ წელს აღნიშნავენ. ახალ ახალ წელს 1 იანვარს, ხოლო ეგრეთ წოდებულ „ძველით ახალ წელს“ - 14 იანვარს. 2 იანვარს არის "ბედობა", საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.

3. შობა იანვარში
როგორც სხვა ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ქართველები შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, რაც გრიგორიანული კალენდრით 25 დეკემბრის ტოლფასია. შობას იმართება ალილო და მრავალი ადამიანი სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი იღებს მონაწილეობას აღნიშნულ მსვლელობაში. 

4. ახალი ღვინის ფესტივალი
ეს ტრადიცია შედარებით ახალია. ახალი ღვინის ფესტივალი ჯერ მხოლოდ 8 წელია იმართება თბილისში, მაგრამ უკვე მრავალი სტუმარი ჰყავს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ღვინო ქართული ისტორიის და კულტურის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა.

5. ჯადოსნური მინერალური წყალი
ქართველებს მიაჩნიათ, რომ ბორჯომის მინერალურ წყლს შეუძლია უწამლოს ყველანაირ პრობლემას საჭლის მომნელებელი სისტემით დაწყებული ნაბახუსევით დამთავრებული. მინერალური სასმელი ბუნებრივად არის მსუბუქად გაზირებული, მას აქვს უნიკალური არომატი და აძლიერებს ორგანიზმს მინერალებით. მინერალურ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. 

6. ჭიდაობა
ხრიდოლი არის ქართული ისტორიული საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს. ის აერთიანებს მრავალფეროვან ჭიდაობის სტილს. 

7. ქარვისფერი ღვინო
ქართული ტრდიციების განუყოფელი ნაწილია ქარვისფერი ღვინო, რომელიც დამზადებულია თიხის ჭურჭელში ეგრეთწოდებულ „ქვევრში“ყურძნის დუღილის შედეგად.

8. სტუმართმოყვარეობა
ქართველებს აქვთ ანდაზა: სტუმარი ღვთის საჩუქარია. ეს გამოთქმაც საკმარისია იმის ასახსენლად თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუმარი ქართველი ხალხისთვის და რამდენად სტუმართმოყვარე ერია. ტურისტები ხშირად აცხადებენ, რომ ისინი დაპატიჟებულნი არიან მთაში რამდენიმე დღის გასატარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები