მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტისგან $94 მლნ მიიღო

ელექტროენერგია თბილისი

მიმდინარე წელს საქართველოდან რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 1 336.3 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 94 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 23%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის 8 თვეში თურქეთში ექსპორტირებულია თითქმის 85 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია, რაც დაახლოებით 13 მლნ დოლარითაა გაზრდილი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 5.1 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ აზერბაიჯანში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 1.2 მლნ დოლარს შეადგენს. 4.1 მლნ-მდე გაიზარდა წელს სომხეთში გატანილი ელექტროენერგიის ექსპორტი. 

რაც შეეხება ექსპორტის მოცულობას, თურქეთში ექსპორტირებულია 1 171,47 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია, ანუ ექსპორტის თითქმის 88% თურქეთზე მოდის. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, აქ ექსპორტირებულია 86,16 მლნ კვტ.სთ და 78,46 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან ჯამში 971 მლნ კვტს.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები