საქსტატის მონაცემებით, სასტუმროების და რესტორნების სექტორში 2020 წლის 9 თვეში FDI 76.6%-ით ანუ 87 მლნ დოლარით შემცირდა და 26.6 მლნ დოლარი შეადგინა.
BM.GE დაინტერესდა, მიმდინარე წლის 9 თვეში ვინ დებდა ფულს ჰორეკა სექტორში. საქსტატიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის სამ კვარტალში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიხედვით TOP-20 ინვესტორ კომპანიაში შედის:
• შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები;
• შპს დაბი გრუპ ჯორჯია;
• შპს რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია;
• შპს გუდაური სქი რესორტ;
• შპს დრიმლენდ ოაზისი;
• სს თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალი;
• შპს ტურინვესტი;
• სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში;
• შპს რუსთაველი ფროფერთი;
• შპს რიტელ;
• შპს ბრიგიტე;
• შპს ასტორია;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• შპს ბუქინგ.ქომ (ჯორჯია);
• შპს ლერმონტ;
• შპს ილევენ ჯი;
• შპს დელტა ჯორჯია;
• სს მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი;
• შპს გოლდმაინ;
• შპს ხოტელ ელევენ სკაი.
მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის III კვარტალში სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წ. III კვ. – 36.1 მლნ დოლარი) 78.2%-ით შემცირდა და მხოლოდ 7.9 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება TOP-ინვესტორების 20-ეულს, ის მცირედით განსხვავებულია.
• შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები;
• შპს დაბი გრუპ ჯორჯია;
• შპს რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია;
• შპს დრიმლენდ ოაზისი;
• შპს ტურინვესტი;
• შპს მარი ჯგუფი;
• სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში;
• შპს რუსთაველი ფროფერთი;
• შპს ასტორია;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• შპს ფრენჩ ბეიქერი;
• შპს ლერმონტ;
• ი ბუქინგ ცენტრის ფილიალი საქართველოში;
• შპს ილევენ ჯი;
• შპს ქოფიშოპ ჯორჯია;
• შპს დელტა ჯორჯია;
• შპს ტმი;
• შპს გოლდმაინ;
• შპს ორბი გინზა;
• შპს ქარაფი.
ცნობისთვის: 2019 წელს ჰორეკა სექტორში $120 მლნ-ის FDI ჩაიდო, 2018-ში კი - $82.3 მლნ.