2021 წლის 9 თვეში საქართველომ 88 154.1 ტონა შაქარი შეიძინა, რისთვისაც ქვეყნიდან 43.1 მლნ დოლარი გავიდა.
ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ შეძენილი პროდუქტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.9%-ით მეტია, თუმცა ამ თანხით 2020 წლის 9 თვესთან შედარებით 16.1%-ით ნაკლები შაქრის იმპორტი განხორციელდა, ანუ შაქრის ფასი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა (2020 წლის 9 თვე - 105 108.6 ტონა).
რაც შეეხება ქვეყნებს, სტატისტიკიდან ჩანს, რომ შაქრის ფასი თითქმის ყველა ძირითად ბაზარზე გაზრდილია. შაქრის უმსხვილესი TOP-10 საიმპორტო ბაზარი კი ასეთია:
1. ბრაზიალია - 19.5 მლნ დოლარი, 41 200 ტონა;
2. თურქეთი - 9.3 მლნ დოლარი, 18 476 ტონა;
3. პოლონეთი - 7 მლნ დოლარი, 13 507 ტონა;
4. მექსიკა - 3.9 მლნ დოლარი, 9 000 ტონა;
5. გერმანია - 1.3 მლნ დოლარი, 2 402 ტონა;
6. საფრანგეთი 989.3 ათასი დოლარი, 1 876 ტონა;
7. ნიდერლანდები - 608.2 ათასი დოლარი, 1 272 ტონა;
8. ბელარუსი - 101.6 ათასი დოლარი, 174.7 ტონა;
9. უკრაინა - 59.5 ათასი დოლარი, 32.3 ტონა;
10. კოლუმბია - 59.2 ათასი დოლარი, 100 ტონა.