მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველომ $6.5 მილიონის ჩაი იყიდა, ექსპორტზე კი $3.5 მლნ-ის გაიტანა - TOP-ბაზრები

61822a0f0a3e4
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.21 13:55
814
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 3.5 მლნ დოლარის ღირებულების 1 645.5 ტონა ჩაი გავიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ჩანს, რომ წელს ჩაის საექსპორტო მოცულობა 7.3%-ით ანუ, დაახლოებით, 113 ტონით გაიზარდა, თუმცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ რეალიზებული პროდუქტის ღირებულება მცირედით 0.5%-ით შემცირდა.

ჩაის TOP-10 საექსპორტო ბაზარი:

1. აზერბაიჯანი - 1.8 მლნ დოლარი, 260.3 ტონა;
2. თურქეთი - 541.6 ათასი დოლარი, 164.7 ტონა;
3. მონღოლეთი - 265.8 ათასი დოლარი, 482.2 ტონა;
4. თურქმენეთი - 150.9 ათასი დოლარი, 83.1 ტონა;
5. ბელარუსი - 142.2 ათასი დოლარი, 92 ტონა;
6. უკრაინა - 130.1 ათასი დოლარი, 72.3 ტონა;
7. ყაზახეთი - 124.2 ათასი დოლარი, 310.6 ტონა;
8. რუსეთი - 114.7 ათასი დოლარი, 139.3 ტონა;
9. ესტონეთი - 88.8 ათასი დოლარი, 1.3 ტონა;
10. უზბეკეთი - 63.8 ათასი დოლარი, 8.3 ტონა.

რაც შეეხება ჩაის იმპორტს, სხვადასხვა ქვეყნიდან შესყიდული ჩაის მოცულობა თითქმის საექსპორტო მოცულობების ანალოგიურია, თუმცა ჩაის შეძენაში ქვეყანამ ბევრად მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე მისი რეალიზაციით მიიღო. სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 1 644.9 ტონა ჩაის შესაძენად 6.5 მლნ დოლარი გავიდა.

ჩაის ძირითადი TOP-საიმპორტო ბაზრები:

1. აზერბაიჯანი - 3.5 მლნ დოლარი, 572 ტონა;
2. რუსეთი - 1.2 მლნ დოლარი, 190.7 ტონა;
3. შრი-ლანკა - 1.1 მლნ დოლარი, 264.1 ტონა;
4. თურქეთი - 163.2 ათასი დოლარი, 511.3 ტონა;
5. გერმანია - 106 ათასი დოლარი, 5.5 ტონა;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 104.5 ათასი დოლარი, 9.2 ტონა;
7. საფრანგეთი - 83.2 ათასი დოლარი, 2.3 ტონა;
8. ირანი - 47.4 ათასი დოლარი, 68.4 ტონა;
9. ჩინეთი - 34.8 ათასი დოლარი, 11.1 ტონა;
10. ყირგიზეთი - 30 ათასი დოლარი, 2 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები