მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 წელია ვმუშაობთ, რომ ნაადრევად გაკეთებული ჯავშნების პრაქტიკა დაინერგოს - ტურისტული კომპანია

62e50efd1ec0d
მარიამ ვარადაშვილი
31.07.22 13:05
1045

ტურისტული კომპანია Pegas Touristik Georgia-ს კომერციული დირექტორი სალომე ბერაია თქმით, კომპანია დასვენების ნაადრევად დაგეგმვის პრაქტიკის დანერგვას ცდილობს.

გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას მან თქვა, რომ ნაადრევად დაჯავშნილი სასტუმრო თუ ავიაბილეთები მომხმარებელს დასვენების ხარჯს მკვეთრად უმცირებს.

“უკვე 9 წელია ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში ნაადრევად გაკეთებული ჯავშნების პრაქტიკა დაინერგოს. იანვრიდან ვიწყებთ ზაფხულის კურორტების გაყიდვებს. ხელმისაწვდომი და თან მოქნილი გაუქმების პირობები გვაქვს. ვინც გათვიცნობიერებულია და იცის რამხელა სარგებელი შეიძლება ნახოს, ადრეული ჯავშნის შემთხვევაში მოგებული რჩება. ყოველთვის ვცდილობ ჩემს გარემოცვას ვუთხრა, რომ ადრე დაჯავშნონ. მინიმუმ 40%-იან ფასდაკლებას ყოველთვის მიიღებენ. ამასთან, გაუქმებისა და გადახდის პირობებიც ძალიან მარტივია. მთელ მსოფლიოში ორი წლით ადრე მოგზაურობის დადგეგმვაც კი დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენთან ელოდებიან დღეს იყიდონ ორ ლარად [ბილეთი] და ხვალ გაფრინდნენ, რაც არც კოვიდამდე და არც მას შემდეგ შესაძლებელი არ არის”, - აცხადებს ბერაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები