მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„A-კატეგორიის 3 500 ტაქსი საავტობუსე ზოლში გადაადგილების მოთხოვნას აკმაყოფილებს“ - ხმალაძე

6448e73c25f42
თინათინ ნატმელაძე
26.04.23 12:53
835
თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა 35 000 ტაქსის მძღოლზეა გაცემული, თუმცა საავტობუსე ზოლში გადაადგილების მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მანქანის ასაკი 10 წელიწადს არ უნდა აღემატებოდეს, მხოლოდ 3 500 მანქანა აკმაყოფილებს.

„იდენტიფიცირების მიზნით შემოვიღეთ სპეციალური სტიკერი, რომელიც განთავსება საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში. სტიკერი არ არის დაშვების უფლება, დაშვების უფლება არის A კატეგორია და მანქანის ასაკი, რომელსაც ვიდეო სათვალთვალო კამერით ჩვენ ვხედავთ. სტიკერი არის იმისთვის, რომ მგზავრმა ამოიცნოს, ეს ტაქსი წავა თუ არა ავტობუსის ზოლით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსების ნაწილს, რომელიც 10 წელზე ნაკლები ასაკისაა, საავტობუსე ზოლში არამხოლოდ მგზავრის აყვანა და ჩამოსმა, არამედ გადაადგილებაც შეეძელებათ, თუმცა ეს დაშვებულია მხოლოდ იმ ზოლში, სადაც ავტობუსები სხვა ავტომანქანების მიმართულებით გადაადგილდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები