მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

A-კატეგორიის ტაქსების მძღოლებს BUS LINE-ზე მგზავრის ჩასმა-გადმოსმისთვის გაჩერება შეეძლებათ

63db67840cfbe
ინგა მურუსიძე
02.02.23 11:33
727
A-კატეგორიის ტაქსების მძღოლებს BUS LINE-ზე მგზავრის ჩასმა-გადმოსმისთვის გაჩერება შეეძლებათ. შესაბამისი ცვლილებები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დააანონსა.

„1-ელი აპრილიდან A-კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტობუსე ზოლში გადავიდნენ, გააჩერონ, მგზავრი აიყვანონ ან ჩამოსვან. ამ საკითხზე შსს-სთან აქტიურად ვმუშაობთ და დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ტალღა იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები