მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო – პროექტის ბიუჯეტი 3.3 მილიონია

60a4c2e430fcf
BM.GE
19.05.21 11:46
655
თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი მთლიანად ან ნაწილობრივ “ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის” თანადაფინანსებით ხორციელდება.

„თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ეს შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტი ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შენობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრული განახლება მოხდება. ასევე, ავეჯი და ეზო კეთილმოეწყობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება.

„მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიაში და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე. აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები და ექსპონატები. ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, არამედ აქ დაცული ექსპონატების განსაკუთრებულობას. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას ვახერხებთ. სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 3 მლნ 300 ათასი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები