მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა ტრეიდინგ გრუპი“: დიდი ალბათობით, საექსპორტო ბაზარზე წარმოდგენილები არ ვიქნებით

5fa41037b8109
ლიკა გურაბანიძე
06.11.20 10:15
893

“ამ გარემოში, როდესაც ხვალინდელი დღის დაგეგმვა რთულია და მანდარინის სეზონიც მხოლოდ თვენახევარი გრძელდება, თუნდაც ერთი კვირა გაჩერება, ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ჩვენ ალბათ საექსპორტო ბაზარზე წარმოდგენილები არ ვიქნებით", - ამის შესახებ „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელმა კახა შავაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

შავაძის თქმით, პანდემიის პირობებში, გარემო არაპროგნოზირებადია, რასაც სხვა პრობლემებიც ემატება.

“ჩვენ მაღალ სეგმენტზე ვმუშაობთ და ექსპორტი ძირითადად ქსელურ მარკეტებში რუსეთში გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ ექსპორტს გადაზიდვების გამო პრობლემა შეექმნება. საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნა არის, ექსპორტს პრობლემა არ შეექმნება, თუმცა იქ სხვა კომპანიების დაბალფასიანი სეგმენტი შევა.

მაგალითად, ექსპორტზე ფიზიკური პირები არიან, რომელთაც ორგანიზაციული ხასიათი არ აქვთ. როგორც - ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვას, ასევე ექსპორტზე გატანას არაორგანიზებულად ახორციელებენ. ჩვენ შევისყიდით, ვრეცხავთ, რაფინირებას ვუკეთებთ და ვაკალიბრებთ და ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს", - განაცხადა შავაძემ.

ცნობისთვის: „აჭარა ტრეიდინგ გრუპი“ ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სეზონზე 1 500 ტონამდე მანდარინის მოსავალი გააქვს. გარდა ციტრუსისა, კომპანია ატმის ექსპორტსაც ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები