მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა მოხალისეთა რეგისტრაცია და გადამზადება დაიწყო

5e772cf67fd2e
BM.GE
22.03.20 13:13
875
ახლაგაზრდობის რეგიონული ცენტრი ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას, რომელიც მაღალ რისკ ჯგუფში შემავალი თანამოქალაქეებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა პენსიონერების, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე, სარეცელს მიჯაჭვული პირებისთვის სასურსათე კალათის და პირველადი მედიკამენტების მიწოდებას გულისხმობს.

ახალგაზრობის რეგიონულმა ცენტრმა მოხალისეების რეგისტრაცია და გადამზადება დაიწყო.

ცენტრში აცხადებენ, რომ წითელ ჯვართან ერთად, სრულად ჩაერთვებიან მოხალისეების მობიზილებისა და დისტანციურად გადამზადების, ასევე აღჭურვის პროცესში.

მოხალისეობის მსურველებს რეგისტრაცია ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად შეუძლიათ.

მოხალისეთა რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/42HSGudDj2nfLf7w6

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები