მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანის ემიგრაციაში წასვლა ეს საქართველოსთვის დაკარგული შესაძლებლობაა - გია ხუროშვილი

64c5176f415f4
BM.GE
29.07.23 18:31
1323
“ადამიანის ემიგრაციაში წასვლა ეს საქართველოსთვის დაკარგული შესაძლებლობაა, რადგან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად  შრომისუნარიანი და ოჯახში ყველაზე პროდუქტიული ადამიანი მიდის”, - ამის შესახებ საემიგრაციო საადვოკატო ოფისის "Kurdadze Law”- გენერალურმა მენეჯერმა გია ხუროშვილმა "ანალიტიკაში" განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ წასული ადამიანები აღარ ბრუნდებიან. “ამ ადამიანს შემდგომ უცხოეთში ოჯახი მიჰყავს და როდესაც ისინი ემიგრაციის სირთულეს გადალახავენ, მათი უმეტესობა უკან არ ბრუნდება. უკან არ ბრუნდება არც ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და ამისათვის საჭიროა საქართველოში ევროპა და ნატო მოვიდეს. თითქმის 8 წელია აშშ-ში საემიგრაციო სფეროში ვმუშაობ და ყურადღებით ვაკვირდები ემიგრაციის მიზეზებს.

ოლიგარქიული მმართველობა ყველა ქვეყანაში ერთანირია. ოლიგარქიული მმართველობის დროს ყველა ფანჯარა იხურება ქვეყნისათვის, მათ შორის იხურება რიგითი ადამიანებისათვის და ამით მხოლოდ ოლიგარქები და მათი გარემოცვა სარგებლობენ. ე.წ. ელიტა საკუთარ ოჯახებს კეთილდღეობის გარანტიას უქმნის.

მოპარული ფულის დაბანდება ძირითადად ოფშორებში ხდება და ქვეყნის გარეთ გაედინება. გადახედეთ მინისტრების შვილებს, რომელი სწავლობს საქართველოში?! ეს ფული საიდან მოდის?!” - აღნიშნა გია ხუროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები