მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული გამოწვევები

BM.GE
20.04.23 11:49
127
ადამიანური რესურსების მართვა, როგორც ბიზნესის წარმოების განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ბოლო წლებია სულ უფრო აქტუალური ხდება, რაც თავის მხრივ გამოწვეულია შრომის ბაზარზე შექმნილი მოცემულობით, ასევე, ბიზნესის მართვის და ადმინისტრირების დახვეწითა და განვითარებით. HR საკითხების აქტუალობის ზრდასთან ერთად გაიზარდა HRM სააგენტოების მომსახურებაზე მოთხოვნა. HRM სააგენტო Hiro აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილი ბრენდია. კომპანია ბაზარზე 3 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო გამოცდილება და მოზრდილ პორტფელიც დააგროვა.

სტუმარი: მარიამ მეტონიძე - HRM სააგენტო Hiro-ს ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები