თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი დიღმის ჭალებისა, თემქის ხევისა და ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის თანხებს გამოყოფს.
მაია ბითაძის განცხადებით, თემქის ხევის და დიღმის ჭალების რეაბილიტაციის პროექტები არსებობს და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.
„დიღმის ჭალები, რომელიც 7 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა, მისი რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად გვაქვს, ისევე როგორც თემქის ხევის პროექტი, რომელიც 23 ჰექტარზე მდებარეობს. ერთადერთი რაც შეიცვალა, არის ის, რომ კორონავირუსისგან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკმა გამოთქვა თანხმობა, რომ ორივე პარკის, დიღმის ჭალებისა და თექმის ხევის რეაბილიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას და შესაბამისი თანხები იქნება უახლოეს მომავალში გამოყოფილი. მესამე საპარკო ინფრასტრუქტურა არის ვაკის პარკი, რომელი მიმართულებითაც მათი მხრიდან გამოითქვა თანხმობა, რომ გამოიყოფა თანხები“, - განაცხადა ბითაძემ.