მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, ინფლაციის - გაზარდა

64b8f60e48a97
მარიამ ვარადაშვილი
20.07.23 13:42
633

აზიის განვითარების ბანკი [ADB] აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას წელს კვლავ 4.8%-ით პროგნოზირებს. მიზეზად ძლიერი შიდა მოთხოვნა სახელდება, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას. მომავალი წლის ზრდის პროგნოზი უმნიშვნელოდ შეიცვალა 4.8%-დან 4.7%-მდე.

ბანკმა მცირედით დააკორექტირა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-დან 4.3%-მდე, ხოლო 2024 წელს 4.6%-დან 4.4%-მდე. რაც შეეხება ინფლაციას, ADB-მ 2023 წელს რეგიონისთვის ინფლაციის პროგნოზი 10.3%-დან 10.6%-მდე გაზარდა. ბანკმა ასევე გაზარდა ინფლაციის პროგნოზი 2024 წელს 7.5%-დან 7.8%-მდე.

ანგარიშში ADB წერს, რომ რეგიონისთვის ეკონომიკური ზრდის შემცირება უმთავრესად აზერბაიჯანსა და თურქმენეთს უკავშირდება, სადაც ზრდის მოლოდინი შემცირდა. აზერბაიჯანის შემთხვევაში მიმდინარე წლის ხუთ თვეში ნავთობისა და გაზის წარმოება მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის შემცირებას მოჰყვა.

საქართველოსთან მიმართებით შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაც ADB-მ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახა. მოსალოდნელია, რომ წარმოების შემცირება გაგრძელდება. რაც შეეხება ინფლაციას, რეგიონისთვის გაზრდილი ინფლაციის პროგნოზი ნაწილობრივ  აზერბაიჯანსა და ყაზახეთს უკავშირდება, სადაც როგორც აზიის განვითარების ბანკი წერს, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში 2023 წლის ხუთ თვეში მაინც 11%-ს აჭარბებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები