კვლევით გამოვლინდა, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ საკვლევ არეალში წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა ლიდერობენ. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.
„წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

Colliers International Georgia-ში ამ ტიპის უძრავი ქონებაზე მოთხოვნის შესწავლის მიზეზებსაც განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში, თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მზარდი იყო.
„განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შეიცვალა ბაზარი პანდემიის პირობებში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა მსგავსი ტიპის მიწის ნაკვეთებზე და როგორი ტენდენცია შეინიშნება ფასების მხრივ. ამ მიზნით, "კოლიერს ჯორჯიამ" მიმოიხილა საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბაზარი თბილისსა და მის შემოგარენში. კვლევის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა, საშუალო ფასი და ბაზრის მოცულობა არის გააანალიზებული. საკვლევი პერიოდი მოიცავს 2019, 2020 წლებს და 2021 წლის პირველ ნახევარს“, - ნათქვამია recov.ge-ზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.