სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 78%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, 2019 წლის მაჩვენებლის კი 85%-ს შეადგენს.
2022 წელს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს იყო. 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტია 2022 წელს 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა გასულ წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 35%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
2019 წელთან შედარებით ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში ზრდა 148%-ს შეადგენს. ჯამში აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მაჩვენებელი გასულ წელს ასეთია:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 2 998 566 მგზავრი [81%]
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 616 885 მგზავრი [99%]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 822 486 მგზავრი [94%]