მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანისამოსის და პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Adidas-ი წელს გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ელის. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, Adidas-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებადი მაღაზიების 95% ამჟამად გახსნილია. წლის პირველ თვეებში კომპანიის გაყიდვებმა ჩინეთის, აზიის და ლათინური ამერიკის ბაზრებზე 30%-იანი ზრდა აჩვენა.
Adidas-ის აღმასრულებელი დირექტორის კასპერ როსტიდის ვარაუდით, კომპანიის წმინდა მოგება წელს 1.25 მილიარდი ევროდან 1.46 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
"ჩვეთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ტრადიციული, ასევე, ონლაინ გაყიდვები, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შემოსავლის უდიდესი ნაწილი გასულ წელს ონალინ გაყიდვებზე მოდიოდა“, - განაცხადა Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპერ როსტიდმა.
აღსანიშნავია, რომ Adidas-ის გაყიდვები გასული წლის მეოთხე კვარტალში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და კომპანიის შემოსავლმა 6.59 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.