მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადმინისტრაციული საბიუჯეტო რესურსის გამოყენება - TI საქართველოს ანგარიში

620f55404f240
შოთა ტყეშელაშვილი
18.02.22 12:12
903
2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა წალენჯიხისა, მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მმართველობა შეინარჩუნა. დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ანგარიში. დოკუმენტში საუბარია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საარჩევნოდ მოტივირებული პროგრამების და ინიციატივების შესახებ, რომლებიც მოქალაქეთათვის საარჩევნო პერიოდში გარკვეული ბენეფიტების შეთავაზებას ითვალისწინებდა.

ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის სხვადასხვა საბიუჯეტო პროექტი, რომლებიც TI-ის შეფასებით, არჩევნებთან იყო კავშირში:

27 ოქტომბერს თბილისის მოქმედმა მერმა (და მერობის კანდიდატმა) კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონში 57 ოჯახს სიმბოლურ ფასად გადაეცა საცხოვრებელი ფართები;

18 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა 198 დევნილ პირს სიმბოლურ ფასად სასოფლო სამეურნეო მიწას გადასცემს;

17 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატი - 22 ლარი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება;

12 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი;

6 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები საიჯარო გადასახდელისაგან გათავისუფლდებიან, ასევე მათ პირდაპირი წესით ორი წლით გაუხანგრძლივდებათ საიჯარო ვადები. მსგავსი დაპირება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ჯერ კიდევ 22 სექტემბერს გასცა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021- 2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისაგან. 160-მდე ღია კაფეს მფლობელი კი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან;

6 ოქტომბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ;
4 ოქტომბერს მთავრობის განკარგულებით, თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ჯამში 258 დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული 294 უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა;
8 სექტემბერს თბილისის მერმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 55 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სამგორის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ;
31 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,90 რომ 500-მდე სამხედრო მოსამსახურის ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა. მანვე, ერთი დღით ადრე, 30 აგვისტოს დააანონსა, რომ 300-მდე დევნილ ოჯახს მათივე სარგებლობაში არსებული ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა;
27 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზასთან მცხოვრებ 100-მდე ოჯახს, პრემიერმინისტრის დავალების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფენ უსაფრთხო ადგილზე საცხოვრებელი სახლებით;
11 აგვისტოს კახა კალაძემ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ;
26 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარი გამოიყოფოდა და პროგრამაზე განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყებოდა;
22 ივლისს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საშემოდგომო რთვლის დაფინანსება 38 მლნ ლარიდან 138 მლნ-მდე გაიზარდა;
6 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იწყება ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს საცხოვრებელი ბინის შეძენის ხელშეწყობის მიზნით ოჯახებისთვის ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას. პროგრამასთან დაკავშირებული დადგენილება მთავრობამ 2 აგვისტოს, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიიღო, დადგენილებით პროგრამის ამოქმედება 1 სექტემბრიდან დაიგეგმა;
24 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მლნ ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.98 პარლამენტმა შესაბამისი კანონები 7 სექტემბერს მიიღო.
23 ივნისს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები საკუთრებაში გადასცა;
16 ივნისს ქუთაისსა და ზუგდიდში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც, ისინი საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში უახლოეს მომავალში უპირობოდ მიიღებენ.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

● საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ასევე, იგივე პერიოდში აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსის ზემოთ აღნიშნული რეგულაცია;
● საანგარიშო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 17 სახელმწიფო პროგრამა/ინიციატივა გამოარჩია, რომელიც საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება იყოს მიჩნეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები