მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადრე თუ გვიან ტოკენები ისეთივე გავრცელებული და ჩვეულებრივი იქნება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, როგორც დილით ყავა ან საკრედიტო ბარათი - ვოლოდიმირ ნოსოვი

6312f61011eb6
BM.GE
03.09.22 10:00
1024
ტოკენი, როგორც ციფრული აქტივი, უახლოეს მომავალში შეიძლება აღემატებოდეს კლასიკურ კრიპტოვალუტას. კრიპტოსთან შედარებით ტოკენის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი მრავალფეროვნება და მრავალფუნქციურობა, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად, როგორც გადახდის ინსტრუმენტად ასევე, ფასდაკლების ბარათის სახით ან როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ ტოკენების განვითარების ტენდენცია მიმართულია მომგებიანობის ზრდისკენ და გამოყენებაში საკმაოდ მოქნილი და მოსახერხებელია, მათი პოპულარობის ზრდა გარდაუვალია და შეიძლება შესაძლებელია ახლო მომავალში გახდეს უნივერსალური ვალუტა. ამის შესახებ განაცხადა ევროპაში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟის WhiteBIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლოდიმირ ნოსოვმა თავის მიმართვაში.

მისი თქმით, ადამიანები დღესდღეობით ტოკენებს და კრიპტოვალუტას ერთმანეთში ურევენ, და აიგივებენ პირველს მეორესთან, თუმცა სინამდვილეში ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ექსპერტი განმარტავს: ტოკენიც და კრიპტოც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ფუნქციებით, აპლიკაციით და შექმნის მეთოდით.

"კრიპტოვალუტას, როგორც წესი, აქვს საკუთარი ბლოკჩეინი, მაშინ როდესაც ტოკენები აგებულია არსებულ ბლოკჩეინზე. კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულია, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია შექმნას იგი, ხოლო ტოკენები ცენტრალიზებულია და ძირითადად კრიპტოვალუტის ბირჟები ახორციელებენ მათ გამოშვებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტა შეიძლება არსებობდეს ტოკენის გარეშე ხოლო ტოკენის არსებობა კრიპტოვალუტის გარეშე შეუძლებელია. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ტოკენს აქვს ბევრად უფრო ფართო გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის მთავარ ფუნქციად შეიძლება ჩაითვალოს "შესყიდვა", ტოკენს შეიძლება ჰქონდეს მრავალი სხვა ფუნქცია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტზე, თუ რა მისიით იქნა ესა თუ ის ტოკენი შექმნილი. აქედან გამომდინარე ტოკენებს გააჩნიათ დამატებით ფასეულობა, რომელიც სხვადასხვა დამატებით სარგებელს აძლევს მის მფლობელს“, - ამბობს ვოლოდიმირ ნოსოვი. ის დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ტოკენები არა მხოლოდ კლასიკურ კრიპტოვალუტებს გადაასწრებენ, არამედ მომავალ უნივერსალურ ვალუტადაც შეიძლება გარდაიქმნან.
"თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ტემპიდან გამომდინარე, უკვე შესაძლებელია ყველაფრის ტოკენიზაცია", - განაცხადა WhiteBIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ტოკენიზაცია წარმოადგენ არსებული აქტივების ციფრულ ერთეულად გარდაქმნას. ანუ, ნებისმიერი რეალური სამყაროს აქტივის გარდაქმნა ციფრულ აქტივად ერთი გონივრული ერთეულის სახით, რომლის ინფორმაციაც ინახება ბლოკჩეინში. ეს ტრანსფორმაცია საშუალებას აძლევს ტოკენის მფლობელს ჰქონდეს არსებულ აქტივებთან ურთიერთქმედება რეალურ სამყაროში, მაგრამ გაცილებით მეტი უსაფრთხოებისა და სისწრაფის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ტოკენიზაცია არის ინსტრუმენტი წარმატებული ინვესტიციებისათვის და ეს ფაქტი მომავალში მხოლოდ გაიზრდება. „მაგალითად, მეღვინეობით ხართ დაკავებული, მაგრამ წელს ცუდი მოსავალი გქონდათ“, - წერს ნოსოვი, - „თქვენ ახდენთ თქვენი პროდუქტის ტოკენიზაციას, ათავსებთ ტოკენებს მომხმარებლისათვის მოსახერხებელ ციფრულ პლატფორმაზე და ყიდით მას. პირს, ვინც შეიძენს თქვენის ტოკენს, შეუძლია მომავალ მოსავლიან პერიოდში მიიღოს თავის პროდუქტი. ანუ ტოკენიზაცია საშუალებას გაძლევთ წინასწარ გაყიდოთ თქვენი პროდუქტის ნაწილი, რომელზეც რეალურად ქმნით ინვოისის მსგავს დოკუმენტს. ამ გზით, ტოკენიზაცია ეხმარება მწარმოებლებს, დააზღვიონ თავიანთი რისკები და მოემზადონ მომავალი სეზონისთვის, რაც უდავოდ დიდი უპირატესობაა მომხმარებლისათვის. სინამდვილეში, ტოკენიზაცია იძლევა ლოიალობისა და საინვესტიციო ინსტრუმენტების გაერთიანებას, რაც საინვესტიციო პროცესს ფართო საზოგადოებისთვის ბევრად ხელმისაწვდომს ხდის, სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებით“.

ნოსოვის აზრით, ადრე თუ გვიან ტოკენები ისეთივე გავრცელებული და ჩვეულებრივი იქნება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, როგორც დილით ყავა ან საკრედიტო ბარათი, მათი უზარმაზარი პოტენციალის გამო.
შეხსენება: WhiteBIT-მა აგვისტოს შუა რიცხვებში წარმატებით გამოუშვა საკუთარი ტოკენი, WBT, რამაც უპრეცედენტო აჟიოტაჟი გამოიწვია კრიპტობაზარზე. პირველ სავაჭრო დღეს 1 მილიონი ტოკენი სულ რაღაც 15 წუთში გაიყიდა. ტოკენის განთავსების დროს, 100 ათასზე მეტმა მომხმარებელმა, 80 ქვეყნიდან მოახდინა WBT ტოკენით ვაჭრობა, მოთხოვნის რაოდენობა ზოგჯერ წუთში 800 ათასს აჭარბებდა. ვაჭრობის დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში ტოკენის ღირებულება $1.9-დან $5.5-მდე გაიზარდა.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები