მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AE SOLAR-ი ქუთაისის მზის პანელების ქარხნის წარმადობის გაზრდას გეგმავს

5df794882c967
დავით ჯალაღონია
16.12.19 20:21
3045
გერმანული კომპანია AE SOLAR-ი ქუთაისის მზის პანელების ქარხნის წარმადობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს AE SOLAR-ის გენერალურმა დირექტორმა დურბეკ ფატახოვმა განუცხადა, რომელიც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" 2020-2021 წლების საინვესტიციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიის საინვესტიციო გეგმები "აწარმოე საქართველოსთან" თანამშრომლობასაც უკავშირდება.

"აწარმოე საქართველოს" საინვესტიციო მიმართულებასთან მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ, როცა ჩვენი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისთვის საქართველოში ჩამოვედით. დღეს აღსანიშნავი პრეზენტაცია ვნახეთ, მათ მზის ენერგიის მიმართულებით აქვთ გეგმები, სადაც ჩვენც ვოპერირებთ და დღეს კავკასიის რეგიონში ამ მიმართულებით ერთადერთი მწარმოებლები ვართ.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში სიმძლავრეების გაფართოებას და ამ მიზნით, "აწარმოე საქართველოსთან" თანამშრომლობას ვგეგმავთ. ჩვენ დღეს, ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქუთაისის ქარხანაში, წლიურად 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრის წარმოების რესურსი გვაქვს და 2021 წლამდე ამ მაჩვენებლის 800 მეგავატამდე გაზრდა გვინდა", - განაცხადა AE SOLAR-ის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, მზის პანელების ქარხანა ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 16 000 კვ.მ ფართობზეა გაშლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები