მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აეროფლოტმა“ სალიზინგო კომპანიებისგან 8 თვითმფრინავი გამოისყიდა

627eacc863904
ნინო ტაბატაძე
13.05.22 23:23
1393
“აეროფლოტმა“ სალიზინგო კომპანიებისგან 8 თვითმფრინავის გამოსყიდვაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია 8 ერთეულ Airbus A330-ის ტიპის ხომალდზე. კომპანიაში ამბობენ, რომ გამოსყიდვა მოხდა უცხოური სალიზინგო კომპანიებისგან „სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში“. თვითმფრინავების მფლობელი უკვე „აეროფლოტია“ და ისინი შეტანილია რუსულ ავიარეესტრში.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა რუსეთის საავიაციო სექტორს სანქციები დაუწესა, მათ შორის, აკრძალა ავიახომალდების, სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის მიწოდება. სანქციების ფონზე სალიზინგო კომპანიებმა რუსულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების დაბრუნება მოსთხოვეს.

მარტის დასაწყისში CNN-ი იტყობინებოდა, რომ რუსული ავიაკომპანიები Airbus-ის წარმოების 305 თვითმფრინავითა და Boeing-ის წარმოების 332 თვითმფრინავით ოპერირებდნენ. ამას გარდა, მათ საკუთრებაში ასევე იყო Embraer-ს და სხვა უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული თვითმფრინავები. ჯამში, უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული თვითმფრინავების 85% სალიზინგო კომპანიების საკუთრებაა, რომელთა ღირებულება 12 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები