მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი 4 სექტემბრიდან? - ტიკარაძის პასუხი

6128a0e69f86c
თამთა ჯიჯავაძე
27.08.21 12:26
14134
აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრიდან? - ჟურნალისტების ამ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„მე ახლა კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ; ამ ეტაპისთვის ინფიცირების მაჩვენებლების კლება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამ კითხვაზე დღეს დადებითი პასუხის გაცემა შევძლო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის: 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების შემცირების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები