მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგენტების კანონპროექტით "ოცნება" ღიად უპირისპირდება კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო კურსს - ყოფილი მინისტრი

63fcc40b3431c
BM.GE
27.02.23 18:52
971
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უცხოური გავლენის აგენტების რეგიტრაციის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" განცხადებას აქვეყნებს. ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ასევე კონსტიტუციით განსაზღვრულ ევრო-ატლანტიკურ კურსს.

“როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტში, ქართული ოცნების პარტნიორმა პარტიამ “ხალხის ძალამ” დაარეგისტრირა უცხოური გავლენის აგენტების კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც პირველი ვერსიისგან განსხვავებით უფრო ფართო რეგულირებას აწესებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები