მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარული ვაჭრობისთვის "ჯიბეს" ბაზაზე სპეციალური პლატფორმა შეიქმნა - ლევან დავითაშვილი

5e8c89b86d6bf
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.20 19:20
3558
მკაცრ საკარანტინო პირობებში გამყიდველებს, მწარმოებლებსა და მყიდველებს კომუნიკაციის დამყარებისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამით მოსახლეობას თავისი პროდუქტის რეალიზებისთვის ხელშეწყობა ექნება. ეს პლატფორმა კი, სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“ ბაზაზე შეიქმნება.

„ჩვენ გვესმის რა მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევთ საქმიანობა განსაკუთრებით ფერმერებს და რა რთულია მალფუჭებადი სურსათის ბაზარზე მიწოდება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, აუცილებელია იმისთვის, რომ უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონდეს  ქვეყანაში.

იმისთვის, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასურსათო ჯაჭვი იყოს უწყვეტი და მოსახლეობის სურსათით მომარაგებას არ შეექმნას პრობლემები, გარდა ფერმერების ინტერესების დაცვისა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციაში მუშაობდეს. სწორედ, მათ შორის ჩვენს სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს პროცესის კოორდინაციაზე, მათ შორის მკაცრი საკარანტინო პირობებში ჩვენ ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია გამყიდველებს, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის დამყარდეს. ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა. საბითუმო სავაჭრო ქსელი „ჯიბე“, სადაც სპეციალურად საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში განისაზღვრა ვაჭრობის ახალი პლატფორმა, სადაც ბითუმად მოვაჭრე ფერმერებს შეეძლებათ მიაწოდონ თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი და თბილისის რამდენიმე რაიონში ეს იქნება დამატებითი ორგანიზებული სავაჭრო პლატფორმა იმისთვის, რომ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით და დაავადების გავრცელების რისკების შემცირების პირობებში მოხდეს ვაჭრობის უწყვეტი განხორციელება“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები