მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აგრომოტორსი” ,,ჯონ დირი"-ს დღეს აღნიშნავს

BM.GE
26.10.22 10:15
241
საქართველოში ,,ჯონ დირი’’-ს დღე პირველად აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც 29 ოქტომბერს, კომპანია ,,აგრომოტორსი“ ,,ჯონ დირი“-ს ტექნიკის მომხარებლებს და მსურველებს, ლაგოდეხში, სოფელ ცოდნისკარში იწვევს. ,,ჯონ დირი“-ს დღე 150-ზე მეტ აგრო ფერმერს გააერთიანებს და როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა, რომელსაც ,,აგრომოტორსი“ თავის მომხმარებლებისთვის, ფერმერებისთვის გამართავს. ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ გაატარონ სასიამოვნო დრო რეკრეაციულ სივრცეში, სადაც დაათვალიერებენ აგრო ტექნიკას, გაეცნობიან ,,ჯონ დირი“-ს სიახლეებს, გაუზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს, მიიღებენ ინფორმაციას ახალი აგრო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. 

სტუმარი: აკაკი გოგსაძე - ,,აგრომოტორსი“-ს დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები