მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AIIB-იმ ლარში ნომინირებული 267 მილიონის ობლიგაციები განათავსა

63ad608307a23
BM.GE
29.12.22 13:51
809
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB), თიბისი კაპიტალის დახმარებით, 266.6 მილიონი ლარის 3 წლიანი მდგრადი განვითარების ობლიგაციები განათავსა. ეს ლარში ნომინირებული ერთ-ერთი უმსხვილესი ემისიაა. 

"აღნიშნული განთავსება AIIB-სთვის პირველია ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს შეადგენს.

განთავსება იურიდიული კომპანიის - BGI კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. აღნიშნული ტრანზაქციით AIIB აგრძელებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერას,"- ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები