მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbus-ი გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში სამუშაო ადგილებს აღარ შეამცირებს

6040f1c8a1538
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.21 22:17
646
მსოფლიოში თვითმფრინავების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Airbus-ი აცხადებს, რომ კომპანია გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში სამუშაო ადგილებს აღარ შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Airbus-მა სამუშაო ადგილების შენარჩუნება გერმანიის პროფკავშირებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე შეძლო და თანამშრომლებს იძულებით 2023 წლამდე აღარ გაათავისუფლებს.

Airbus-ი აცხადებს, რომ კომპანია მოგვიანებით ანალოგიური მოლაპარაკებების გამართვას ესპანეთის პროფკავშირებთანაც გეგმავს.

ამჟამად Airbus-ის გერმანიის საწარმოში 55,000-მდე პირია დასაქმებული.

გამოცემის მიხედვით, Airbus-ი რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში დაახლოებით 15,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები