მსოფლიოში თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Airbus-ი აცხადებს, რომ წარმოების გაზრდას გეგმავს, რადგან კომპანიის ვარაუდით თვითმფრინავებზე მოთხოვნა პანდემიამდელ მდგომარეობას 2025 წლისთვის დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კომპანია აცხადებს, რომ A320neo ტიპის თვითმფრინავების წარმოებას წლის ბოლომდე 10%-ით გაზრდის და თვეში 40 თვითმფრინავის ნაცვლად 45 თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს.
ამასთან, BBC-ი წერს, რომ საავიაციო სექტორი და ბაზარი პანდემიის ფონზე არცთუ ისე მყარია, შესაბამისად Airbus-ი წარმოებისას ყურადღებას შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავებზე გაამახვილებს, რომლებიც დაახლოებით 200-250 მგზავრზეა გათვლილი.
ამასთან ავიაკომპანია, მომავალი წლიდან საოჯახო ტიპის ავტომობილების წარმოების დაწყებას განიხილავს. Airbus-ის ვარაუდით, თვითმფრინავებზე მოთხოვნა 2023 წლიდან აღდგება, ხოლო პანდემიამდე მდგომარეობას 2025 წლიდან დაუბრუნდება.