მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ჩაჩავამ VK-ის ვიდეოთამაშების ბიზნესი My.Games-ი $642 მლნ-ად შეიძინა

633ac98907c24
გიორგი არონია
03.10.22 15:03
3174

ვიდეოთამაშების შემქმნელი კომპანია My.Games-ი, რომელსაც ამ დრომდე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია VK ფლობდა, LETA Capital-ის პარტნიორმა, ალექსანდრე ჩაჩავამ $642 მილიონად შეიძინა, – ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების შედეგად ალექსანდრე ჩაჩავამ My.Games-ის ყველა აქტივი შეისყიდა, მათ შორის სტუდიები და ვიდეოთამაშების ფრენჩაიზები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ ამ მიმართულების ბიზნესის გაყიდვის შესახებ პირველად ჯერ კიდევ მარტში დაიწერა, მაგრამ VK-მ ეს ინფორმაცია მალევე უარყო. ამ გარიგების უმთავრეს მიზეზად, მაშინაც და ახლაც სახელდება ის, რომ My.Games-ი შემოსავლის უდიდეს ნაწილს უცხოურ ვალუტაში იღებს, რაც კომპანიას პრობლემებს შეუქმნიდა, რადგან დასავლურმა სახელმწიფოებმა VK-ის გენერალური დირექტორი, ვლადიმირ კირიენკო სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ My.Games-ის მიერ შექმნილ ვიდეოთამაშებს შორის არის, როგორც პერსონალური კომპიუტერისთვის, ასევე კონსოლებისა და სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რომელთაც კომპანია საკუთარი მარკეტპლეისიდან ყიდის. ამასთანავე, კომპანიას 12რეგიონული ოფისი აქვს, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, ევროპაში, აშშ-სა და აზიაში – საერთო ჯამში, ის 2000 თანამშრომელს ასაქმებს. საინტერესოა, რომ 2021 წელს, კომპანიამ $595 მილიონის შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ My.Games-ის ახალი მფლობელის, ალექსანდრე ჩაჩავას შესახებ მისი Linkedin-ის ანგარიშიდან ვიგებთ, ჩაჩავა კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული სერიული ინვესტორია, რომელიც რამდენიმე კომპანიაში მმართველი პარტნიორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს – ერთ-ერთი ასეთი კომპანია ამერიკაში დაფუძნებული inDriver-ია, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ოპერირება საქართველოს ბაზარზეც დაიწყო. თუმცა, ზემოთ ხსენებულ ~გარიგებაში, ჩაჩავა ტექნოლოგიურ-საინვესტიციო კომპანია LETA Capital-ს წარმოადგნეს, რომლის მმართველი პარტნიორის თანამდებობას იკავებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები