მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ძნელაძე: 2021 წელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების შანსი არსებობს

5fbcbabe267a5
ლიკა გურაბანიძე
25.11.20 09:00
1208

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე “საქმიან დილასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი მიმდინარე წელს საკმაოდ წარმატებული იყო. მისივე განმარტებით, პროექტის გაგრძელებაზე მსჯელობა ამჟამად არ მიმდინარეობს.

“5 700 სესხია სუბსიდირებული, რაც 550 მლნ ლარის თანხას შეადგენს. 5 700 სესხიდან 1 500 სესხამდე საკრედიტო საგარანტიო სქემაშია ჩართული, რაც, ჯამში, 150 მლნ ლარია.

წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტი გრძელდება და არ არის მოლოდინები, რომ ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქ რისკიც არსებობს, პროექტიდან ერთბაშად გამოსვლა იქნება კარგი გამოსავალი, თუ ნელ-ნელა გამოსვლა. მუდმივად სუბსიდია ვერ იქნება, თუ აღნიშნულ პროექტზე საუბარი შედგება, მსჯელობა უფრო მეტად პროექტიდან გამოსვლის მექანიზმზე იქნება და არა - მის გაგრძელებაზე. სუბსიდირების პროექტმა სესხების გაცემის რაოდენობით მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა, აქტივობა ახლაც მაღალია და ამ კუთხით წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით. ასევე, პროექტმა ხელი ლარიზაციის პროექტსაც შეუწყო", - აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ძნელაძემ ბანკების ფინანსური შედეგების ანალიზიც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამომხმარებლო სესხების ნაწილში გადახდები აღდგა. “ბანკები უკვე მოგებაზე გავიდნენ, თუმცა ეს არ იქნება ის მოგება, რაც 2018-2019 წლებში იყო და მიმდინარე წელს 0-თან ახლოს დავასრულებთ. კონკრეტული პრობლემური სექტორების და მოწყვლადი ჯგუფების გარდა გადახდები აღდგენილია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მას მზარდი ხასიათი აქვს, მაგრამ ვხედავ, რომ არსებულმა მდგომარეობამ იმის შანსი მოგვცა, რომ მომავალ წელს საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდეს", - აღნიშნა ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები