მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალიანს ჯგუფი“: „საქართველოში საინჟინრო დაპროექტების კუთხით თანამშრომლების პოვნა რთულია“

628a47e04c13e
თათია ჩაფიჩაძე
22.05.22 20:30
2016
„ალიანს ჯგუფის“ თანადამფუძნებლი აკაკი სონგულია ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე პრობლემური კადრების მოძიება საინჟინრო მიმართულებით არის.

„საქმიანი დილის“ ეთერში სონგულიამ განმარტა, რომ მათი ყველა ობიექტის დაპროექტება ქართველი არქიტექტორების მიერ ხდება, თუმცა კონსტრუქციულ და საინჟინრო ნაწილში ისეთი კადრების პოვნა, რომლებსაც თანამედროვე, მაღალსართულიანი შენობების მიმართულებით შესაბამისი ცოდნა აქვთ, ვერ ხერხდება.

„მშენებლობა შედგება დაპროექტებისგან და მშენებლობისგან. „ალიანს ჯგუფს“ აქვს გარკვეული სიძნელეები ადგილობრივ ბაზარზე თანამშრომლების მოძიების საინჟინრო დაპროექტების კუთხით. ჩვენი სტრატეგიული მიდგომაა, რომ ყველა პროექტი ქართველი არქიტექტორების შედგენილია, მათი იდეაა და ამ იდეის ხორცშესხმას ახდენენ თავად, მაგრამ მხოლოდ არქიტექტურული ესკიზი არ არის საკმარისი, თან უნდა იყოს თანხვედრი პროცესი კონსტრუქციული და საინჟინრო ნაწილი. აი სწორედ საინჟინრო კომუნიკაციის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გარე საერთაშორისო კომპანიას რომელიც ჩართულია პროექტირების ნაწილში, ან ვეძებთ ფიზიკურ პირებს რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება თანამედროვე, მაღალსართულიანი და მრავალ ფუნქციური მშენებლობების მიმართულებით, რათა იყოს ტექნიკური დავალება დაწერილი და პროცესი თავიდან ბოლომდე იყოს გაკონტროლებული.

ბოლო დროს აქცენტი ავიღეთ დუბაის გამოცდილებაზე, ვინაიდან იქ არის მაღალსართულიანები, საინჟინრო ტექნოლოგიებით დატვირთული შენობები.

ადგილობრივი კადრები, ცხადია, გვყავს უბრალოდ განაწილება ხდება ფუნქციების და უფლება-მოვალეობების.“ - განაცხადა სონგულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები