მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba-ს შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა

601a8785f24a0
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.21 22:00
928
ჩინური ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Alibaba-ს შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

2020 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ჯეკ მას კომპანიის შემოსავლებმა 37%-ით მოიმატა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 34.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის მიხედვით, Alibaba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ჟანგმა კომპანიის შემოსავლების მატება ჩინეთის ეკონომიკური ზრდით ახსნა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკა 2020-ში ბევრად უფრო ნაკლები ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა, ის მაინც ერთადერთი წამყვანი ეკონომიკაა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაზრდა მოახერხა.

Alibaba-ს აღმასრულებელი დირექტორი გასულ წელს, კომპანიისთვის პოზიტიურ წლად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმამ 2020-ში ვერ მოახერხა ფინტექ კომპანია Ant Group-ის აქციების პირველადი განთავსება ბირჟაზე.

„Alibaba-ს ჯგუფს ამ ეტაპზე უჭირს შეაფასოს რა გავლენა ექნება Ant Group-ის IPO-ს ჩავარდნას ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაზე“, - განაცხადა დანიელ ჟანგმა.

აღსანიშნავია, რომ Alibaba Ant Group-ის IPO-ს გასული წლის ნოემბერში გეგმავდა, საიდანაც ჯგუფი სავარაუდოდ, 37 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვას განიხილავდა.

Ant Group-ი, ჩინური ფინტექ კომპანიაა, რომელიც ცნობილია ბაზარზე, როგორც მობილური გადასახადების უმსხვილესი კომპანია. Ant Group-ი ასევე მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ ბანკინგის მომსახურებას, დაზღვევას და აქციების მართვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები