„ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებისთვის კონტაქტების ქსელის გაფართოების შესაძლებლობა და გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალებაა“, - ამ ხედვითა და მიდგომით „ალტე უნივერსიტეტი“, მისი მმართველი საბჭო და სრულად მენეჯმენტი ისეთი ხალხითაა წარმოდგენილი, რომლებიც სტუდენტებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნების შესრულებასა და კონტაქტების გაფართოებაში დაეხმარებიან. კონკრეტულად ბიზნეს სკოლის დეკანის ადგილს კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი და ფინანსურ სფეროში 20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ნანა მიქაშავიძე იკავებს. იგი სხვადასხვა დროს Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორის პოზიციებს იკავებდა. სწორედ ის მართავს კერძო და ფინანსურ სფეროში მოქმედ პროფესიონალთა აკადემიურ გუნდს.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკული გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებას სწორედ სფეროს წამყვანი, წარმატებული და პრაქტიკოსი ლექტორებისგან შეძლებენ. „ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორთა რიგებს კი წარმოადგენენ:

სოციალური მეწარმე, ანტრეპრენერი ისრაელიდან დენ კოგანი. იგი ექსკლუზიურად „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის პროგრამების ლექტორია. ამავდროულად, ატარებს ვორქშოფებს მსოფლიო მასშტაბით და ანტრეპრენერებს შემოქმედებით პროცესში წარმატებით საქმიანობაში ეხმარება. ასევე, ის არაერთი დიდი პროექტის მენტორი და ფასილიტატორია.
BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მარიამ მეღვინეთუხუცესი. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2009-2014 წლებში ის „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2015-2019 წლებში მეღვინეთუხუცესი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, არის „ალტე უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საუნივერსიტეტო ფონდის ხელმძღვანელი.
ზურაბ ფიჩხაია - www.shopshop.ge-ს დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს იგი „თიბისი ბანკის“ რისკების მართვის დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ზურაბ ფიჩხაიამ პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლა დაამთავრა.

საკონსულტაციო კომპანია OnPoint-ის პარტნიორი გიორგი ბარკალაია. მას მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის, ბელორუსიის სახალხო ბანკისა და „ალდაგი–ბი-სი-აი“-ისა და „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. იგი არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება
მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი ნათია მეფარიშვილი არაერთი წლის განმავლობაში სავაჭრო სამრეწველო პალატის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, დღეს კი "ევროკავშირი საქართველოს" ექსპერტი და "მეწარმე ქალთა საბჭოს" თავმჯდომარეა. იგი ასევე პროექტს - “ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა” ხელმძღვანელობს. ნათია მეფარიშვილი „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორია და ამავდროულად, სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.