მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ალტერსოქსი”: პროდუქციაც და საბეჭდი მასალებიც გაგვიძვირდა, თუმცა ჯერ ფასებს არ ვზრდით

60fc0565b512c
ლიკა გურაბანიძე
24.07.21 18:14
744

ფერადი და ამასთან კრეატიული წინდების ბიზნესი, რომელმაც საქართველოში ფეხი ბოლო 5 წლის განმავლობაში მოიკიდა, პანდემიის დროს საგრძნობლად დაზარალდა. კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებში 80-90%-იანი კლება დაუფიქსირდა. ბიზნესების გადარჩენა დამფუძნებლებმა საექსპორტო ბაზრებზე დივერსიფიცირებით შეძლეს. ადგილობრივისგან განსხვავებით, ქართულ წინდებზე მოთხოვნა უცხოეთის ბაზრებიდან იყო.

"ალტერსოქსში" 2020-ს მძიმე წლად აფასებენ. ლოქდაუნების გამო დაკეტილი სავაჭრო ობიექტები მათთვის ფინანსურად დამაზარალებელი აღმოჩნდა. პრობლემები დადგა როგორც საცალო ბაზრის გაყიდვების არარსებობით, ასევე არარსებული შეკვეთების გამო. ფასებს ამ ეტაპზე ინარჩუნებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბაზარზე ეკონომიკის განვითარების დინამიკას თვალს ადევნებენ.

“თუ ამჟამინდელ ვითარებას 2019 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, დაახლოებით 70%-ს ვვაჭრობთ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციაც და საბეჭდი მასალებიც გაგვიძვირდა, ჯერ ფასებს არ ვზრდით. ახლა ვითარება შედარებით გამოსწორებულია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას ჯერ არ ვვარაუდობთ", - განაცხადა “ალტერსოქსის” თანადამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები