განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატთან და ვადების გადაწევასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტელესკოლის პროექტის ფარგლებში განსაკუთღებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც ისინი იღებენ კონსულტაციებს ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ასევე იცით, რომ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთბის რეგისტრაციის ვადები, მაგრამ ეს არ ეხება გამოცდების თარიღებს. ამ ეტაზე ეროვნული გამოცდის ფორმატის და თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება”, - განაცხადა ჩხენკელმა.