მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე კომერციული ტარიფის გადახედვას არ ვაპირებთ - თბილისი ენერჯი

6414334911dda
მარიამ ვარადაშვილი
17.03.23 13:57
659

“თბილისი ენერჯის” ფინანსური დირექტორი ბაჩა გურგენიძე BMG-თან ამბობს, რომ კომპანია ჯერჯერობით ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფის ზრდას არ გეგმავს.

სამომხმარებლო ტარიფისგან განსხვავებით საქართველოში ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფი დერეგულირებულია. კერძოდ, ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის სემეკის სატარიფო რეგულირებას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, კომპანიები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს საბაზრო პრინციპების შესაბამისად განუსაზღვრავენ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს და ცვლილების შემთხვევაში, ვალდებული არიან ერთი თვით ადრე აცნობონ ამის შესახებ.

“ჩვენთვის შესასყიდი კომერციული გაზის ღირებულება არ შეცვლილა არც კლების და არც ზრდის მიმართულებით. ამიტომ, ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვას არ ვაპირებთ. 2023 წელი ბიუჯეტირებული მაქვს იმ ტარიფებზე, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. ვგულისხმობ სემეკთან შეთანხმებულ სამომხმარებლო ტარიფს და კომერციული აბონენტებისთვის მოქმედ ტარიფს. არ მგონია, რომ ტარიფი გავზარდოთ, მაგრამ არც შემცირებას მოველით. როგორც ვთქვი, ჩვენთვის შესასყიდი ფასი არ შეცვლილა.

"თბილისი ენერჯისთვის" მთავარია ამ ძალიან ცვალებად გარემოში კომპანიის მყარი ფინანსური მდგომარეობა ვუზრუნველყოთ, რომ სემეკთან შეთანხმებული გაორმაგებული კაპიტალური ინვესტიციები შევასრულოთ”,-აცხადებს გურგენიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები