მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კანონპროექტმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა - კობახიძე

640aed57e2a45
მარიამ ვარადაშვილი
10.03.23 12:36
1526
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის “ხალხის ძალას” და იმ დეპუტატებს, რომლებმაც უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი დააინიცირეს. კობახიძეს მიაჩნია, რომ კანონპროექტმა “მნიშვნელოვანი საქმე” უკვე გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარლამენტმა ის მეორე მოსმენით ჩააგდო.

“ამ კანონპროექტმა სხვადასხვა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. პირველი - ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილო საქმეა. მეორე -  ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართულები როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე არ არის, ეკლესიის გინება და ლგბტ პროპაგანდა. ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რაც ამ კანონპროექტმა ქართულ საზოგადოებას მიაწოდა. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტს აქვს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ NGO-ების ხელით ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა და ამისთვის “ხალხის ძალის” გუნდს მადლობა ვუხდი, რომელმაც დააინიცირა. მადლობა თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა მას პირველი მოსმენით”,-აცხადებს კობახიძე.

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დღეს ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები