„მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში, ეს არის მნიშვნელოვანი დღეები და ბრძოლები, რომელიც დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა. დღეს ჩვენი დამოკიდებულება, დემოკრატია და გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი. უნდა ვიზრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე, ისინი არ უნდა დავივიწყოთ და შევეგუოთ ამ მდგომარეობას.
ამისთვის უნდა დავივიწყოთ, ის ბოღმა და სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ. ამ ქვეყანაში არავინ არის ახალი ომის, ან მეორე ფრონტის მომხრე, მე ეს თემები არ მესმის, ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს და იყოს დამოუკიდებელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.