დღეს, 4 სექტემბერს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, გლდანის რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.
კერძოდ, როგორც კომპანია იტყობინება, 01:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ხერგიანის, ჯანჯღავას და ზირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 04:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, V, VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანულას დასახლების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გიორგიწმინდას, ომარ ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ბადრი კობახიძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, რამაზ გოგიაშვილის, გიორგი ბაბილოძის, თეთრი ტბის, ხევისპირის, დრანდის, ბერთუბნის, მაისურაძის, ხერგიანის, პატარა ტბის, ჯანჯღავას, კაჭარავას, კლარა კვეესის, ზურა მირაქიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.