მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბროლაურის ცენტრში ორი პარკის მშენებლობა დასრულდა - სამუშაოები 1.8 მლნ ლარზე მეტი დაჯდა

62ee06420314f
BM.GE
06.08.22 10:48
839
ამბროლაურის ცენტრში ორი პარკის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განახლდა ორი რეკრეაციული სივრცე მიმდებარე ტერიტორიით და შენობებით.

"ვაგრძელებთ განვითარებას და შემდეგი ეტაპები კიდევ იქნება. მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც რაჭაში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას.

აღსანიშნავია, რომ ამბროლაურში აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები და მიმდებარე შენობები განახლდა. სამუშაოებს 1.8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

ცნობისთვის, „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების უმეტესობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. უწყების ცნობითვე, პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები