მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამბროლაურის სოფლების გაზიფიცირების შემდეგ 40% საშეშე მასალა დაიზოგა” - გუბერნატორი

60a9f200620aa
ანუკა ჯოხაძე
23.05.21 10:48
661
“ამბროლაურის სოფლების გაზიფიცირების შემდეგ 40% საშეშე მასალა დაიზოგა”, - ამის შესახებ BM.GE-ის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ამბროლაურის რაიონში გაზიფიცირების მოლოდინშია სოფლების გარკევეული ნაწილი, სადაც ბუნებრივი აირი მომავალ წელს უკვე შევა.

მარგველიძის თქმით, პროცესი უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ონის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში.

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტი თითქმის სრულად არის გაზიფიცირებული. დარჩენილია სოფლები, რომლის გაზიფიცირებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ახლა მიდის ქსელის გაყვანის სამუშაოები, შემდეგ დაიწყება გამრიცხველიანება და დარჩება ქსელში ჩართვა. ამბროლაურის რაიონში ყველა სოფელი, რომელიც ამ ეტაპზე გაზიფიცირების მოლოდინშია, სავარაუდოდ მომავალ წელს სრულად იქნება ათვისებული. რაც შეეხება ონის მუნიციპალიტეტს, აქ ოთხი წლის წინ დაიწყო პირველად გაზის შეყვანა. აქაც ამ ეტაპზე სოფლებში მიმდინარეობს ქსელის გაყვანა. ონის მუნიციპალიტეტში სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილის გაზიფიცირება სავარაუდოდ ორ წელიწადში დასრულდება", - ამბობს გუბერნატორი პარმენ მარგველიძე.

მარგველიძე BM.GE-თან საუბარში ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში ბუნებრივი აირის შეყვანის მიზნით საპროექტო სამუშაობის დაწყება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები