მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

American Airlines-ი ღვინის მარაგების გაყიდვას იწყებს

6019381dceb82
ნათია თაქთაქიშვილი
02.02.21 16:00
633
აშშ-ის წამყვანი ავიაკომპანია American Airlines-ი მორჩენილი ღვინის მარაგების გაყიდვას იწყებს, რადგან კომპანია შეზღუდული რეისების და კოვიდ აკრძალვების ფონზე, არსებული ღვინის მარაგების ამოწურვას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, American Airlines-ი მიწოდების სერვისის შექმნას და შეძენილი პროდუქციის სახლამდე მიწოდებას გეგმავს. შესაბამისად, მომხმარებელი American Airlines-ის ღვინის შეძენას ბოთლში ჩამოსხმული ფორმით შეძლებს.

American Airlines-ის განცხადებით, 1 ბოთლი ღვინის ღირებულება 13-40 აშშ დოლარის ფარგლებშია. American Airlines-ის ღვინის ასორტიმენტში ყველაზე ძვირადღირებული შამპანიურების კოლექციაა, 3 ცალი შამპანიურის ფასი - 300 აშშ დოლარად არის განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია მომხმარებელს, ასევე, ყოველთვიურ სააბონენტო შეთავაზებას გაუკეთებს, რომლის ღირებულება თვეში 99 აშშ დოლარი იქნება.

გამოცემა წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში American Airlines-ი ღვინის გაყიდვებით, დაახლოებით, 40,000-50,000 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების მიღებას ელის.

ცნობისთვის: ავიაკომპანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო გასულ წელს 3.6 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები