მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი: რატომ ვაღწევთ ამერიკაში წარმატებას?..

5d8b7aa7b27af
ლიკა გურაბანიძე
29.09.19 20:00
7053
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში გაქვს ბიზნესი - კონკრეტული პროცედურების გავლა ყველა ქვეყანაში საჭიროა. მისივე განმარტებით, ამერიკაში სპეციალური ლოგისტიკური ბიზნეს გეგმა იქმნება და შემდგომ მისი განხორციელება იწყება, რაც ბიზნესისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„გარკვეული პროცესები ყველგან არის, მნიშვნელობა არ აქვს ჩინეთში ხარ, საქართველოში, თუ ამერიკაში, ეს პროცესები უნდა გაიარო. რატომ ვაღწევთ ამერიკაში წარმატებას? იმიტომ, რომ წინ არანაირი ბლოკი არ გვაქვს. აქ განვითარების ლიმიტი არ გაქვს და ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი სწორედ ეს იყო. მე მინდოდა განვითარება და არ მინდოდა მქონოდა ლიმიტი ნამდვილად ასეთი ქვეყანა შევარჩიე. ტრანსპორტირება და სხვადასხვა შტატში გადაზიდვების საკითხი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს ფინანსური და ტექნიკური საკითხია.

ამერიკაში ბიზნესის დაწყება რთული არ იყო, თუმცა, დიდი პერიოდი დასჭირდა იმას, რომ ნაბიჯები გადაგვედგა, თუმცა, ახლა ყველა რგოლთან გამოცდილება, ურთიერთობები და ნდობა გვაქვს, ხოლო შემდეგ პროცესები ადვილად გადასალახია" - განაცხადა ჩხეიძემ.

ბიზნესმენს სურს, რომ „მანნას“ ჩაის, ქართული ზეითუნის ზეთის, ღვინის და გუდის ყველის გარდა ამერიკაში წვენები და ჯემები ჩაიტანოს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ამერიკაში ჩამოვიტანოთ და საქართველოში ხალხი სოფლებს დაუბრუნდეს, ხოლო ფერმერის და აგრონომის შრომა დაფასდეს. ჩვენი მიწა პროდუქციას ისეთ გემოს აძლევს, რაც ამერიკაში არ არის", - განმარტა ავთანდილ ჩხეიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები